• Live

  • Album cover

უსმინე მომავლის ხმას რადიო GIPA-ს ეთერში! რადიო GIPA ერთადერთი სტუდენტური რადიოა საქართველოში, სადაც თანამედროვე, ახალგაზრდების ფავორიტი, მუსიკა ისმის. Hip-Hop, R&B, Alternative Rock, ელექტრონული მუსიკა, DJ Sets. რადიო GIPA პირველი რადიო სადგურია, რომელსაც მუდმივი, ინგლისურენოვანი, აუდიტორია ჰყავს; რადიო GIPA 24 საათიდან 6 საათს ამერიკულ ნაციონალურ რადიოს - NPR - უთმობს; რადიო GIPA- ს მიზანია შექმნას სივრცე, სადაც ქვეყანასა თუ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ახალგაზრდები ისაუბრებენ; რადიო GIPA ეყდრნობა ძირითად ჟურნალისტურ პრინციპებს, რაც გამოიხატება პატიოსნებაში, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიზუსტეში; რადიო GIPA თბილისში და მის შემოგარენში მაუწყებლობს FM 94.3 სიხშირეზე და ინტერნეტში http://www.newscafe.ge/; რადიო GIPA-ს აუდიტორია 21- 27 წლის ახალგაზრდა, აქტიური, მსმენელია. რადიოს მსმენელი სწავლობს ან დასაქმებულია. კარიერულ წინსვლაზე, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს. იცის ერთი ან რამდენიმე უცხო ენა, აქტიურია სოციალური მედიაში და ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს.